დრათხაარი(დრათჰაარი)

დრათხაარიეს ჯიში ჩვენში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა და ამჟამად საკმაოდ მოიპოვება. უხეშბანლიანი,ღონიერი,წარმოსა
დეგი აგებულებისაა.ამ ჯიშის ძაღლის ბალნის დამახასიათებელი თვისებაა ის რომ დასველებული მალე შრება.
კურცხაარისაგან განსხვავდება უფრო გრძელი ბანლით.ულვაშით და წვერით,ხასიათი მკაცრი აქვს,მაგრამ არა ბოროტი.ადვილად იგეშება,სწრაფად შედის ეკალ-ბარდში და ხშირად სწავლების გარეშე მოაქვს მოკლული.კუდის 2/3 უნდა მოეჭრას.
იგი ყავისფერი,ყავისფერ-ნაცრისფერი წინწკლებიანია ან ფოთლბიანი.
დრათჰაარს საკმაოდ საინტერესო წარმოშობის ისტორია აქვს. ამ ჯიშმა დამახასიათებელი ნიშან-თვისებები თანდათანობით შიეძინა მიუხედავად იმისა, რომ ხისტბეწვიანი მეძებრები ევროპის კონტინენტზე ადრეულ შუასაუკუნეებიდან იყვნენ კულტივირებულნი, დრათჰაარი, როგორც ჯიში მხოლოდ ი საუკუნეში გერმანიში ჩმოყალიბდა.
ითველბა, რომ ხისტბეწვიანი, ფრინველზე მონადირე ძაღლების სამშჴბლო მაღალმთიანი აზიაა. აქ მათ ბაზით ნადირობისას იყენებდნენ. დროთა განმავლობაშჳ ეს ძაღლები ირანსა და შუა აზიის ქვეყნებიდან ბალკანეთსა და იტალიაშიც მოხვდნენ, აქედან კი ევროპის ქვეყნების დაბლობ ზონაში, სადაც მათ პუდელებთან და ჯოგის ძაღლებთან აჯვარებდნენ. შეჯვარების მიზანი სხვადასხვა იყო, მაგრამ სანადიროძაღლებიდანუპირატესობით ფრინაველზე მონადირე ხისტბეწვიანიძაღლები სარგებლობდნენ.
სამონადირეოლიტერატურაში ხისტბეწვიანი მეძებრები პირველად მეთექვსმეტე საუკუნეშია მოხსენიებული, ოდნავ მოგვიანებით მათი გამოსახულებებიც გამოჩნდა, ძირითადად, იტალიელი მხატვრების ნახატებში. იტალიური ხისტბეწვიანი მეძებრის(სპინონის) დაწვრილებითი აღწერა თავის წიგნში მოტანილი აქვს ჟ.ოპიანას მეთვრამეტე საუკუნეში. „ტანი დაფარულია ჯაგრისებრი ბწვით. ის მძლავრი აღნაგობისაა, არც ისე სწრაფია, როგორც მდევარი და მწევარი, მაგრამ უფრო გულადი და ამტანია“. ამ დროისათვის ჯაგრისებრი ბეწვიანი მეძებრები ევროპის თითქმის მთელ კონტინენტზე გავრცელდნენ. იტალიიდან ისენი თავიდან საფრანგეთში მოხვდნენ. აქ მათ ბრაკებთან აჯვარბდნენ, რომლებიც მეთექვსმეტე საუკუნიდან მოყოლებული ფრინველზე სანადირო ძაღლებიდან საუკეთესოებად ითვლებოდნენ.საფრანგეთშჳ ხისტბეწვიან მეძებრებს გრიფონებს ეძახდნენ. მეჩვიდმეტე- მეცხრამეტე საუკუნეებში გრიფონებს ძალიან ხშირად პუდელებთან აჯვარებდნენ, რომლებსაც შედარებით რბილი ბეწვი ქონდათ. ამიტომ ფრანგული უხეშბეწვიანი გრიფონების თითქმის ყველა ბუდობაში ერთი მაინც იბადება რბილბეწვიანი ლეკვი. ბეწვის გაუხეშებიდა და ძებნის სისწრაფის მომატების მიზნით, ცნობილმა ფრანგმა მომშენებელმა მარკიზ დე შერვილმა 1860 წელს გრიფონებს პოინტერების სისხლიც შეურია და ცალკეულ ბუდობებში მოკე და გრძელ ბეწვიანი ლეკვებიც გამოჩნდნენ. შერვილის აღწერით ძველფრანგულ გრიფონებს ნაკლებად მიმზიდველი შესახედობა ჰქონდათ. პოინტერების არა ერთ გზის შერევის შემდეგ შერვილმა შეძლო ელეგანტური, ეფექტური გარეგნობის გრიფონების გამოყვანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>