Category Archives: ცხოველები

ჩრდილოეთის ირემი

chrdiloetis iremi
ჩრდილოეთის ირემი

ჩრდილოეთის ირემი (ჩრდილოეთ ამერიკაში – კარიბუ) – Rangifer tarandus-ი ირმების ოჯახში ამ გვარის ერთადერთი ნარმომადგენელია. გავრცელებულია ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო ნაწილში. სხვა ირმებისგან განსხვავებით ბალახისა და ლიქენების გარდა, ჭამს ცხოველურ საკვებსაც – მცირე ზომის ძუძუმნოვრებს, ფრინველებსა და მათ კვერცხებს. Continue reading

ნისლა ლეოპარდი

ნისლა-ლეოპარდი

“ნისლა ლეოპარდი” – ეს სახელი ამ სახეობას თავისი ბეწვიდან გამომდინარე დაერქვა. ლეოპარდის ქურქი, ბეწვი “ღრუბლების” – “ნისლის” მსგავსი ფიგურებითაა გაფორმებული. ნისლა ლეოპარდი ძირითადად რუხი შეფერილობისაა, ყელზე და მუცლის არეზე კი თეთრი ფერის არის. ტანზე მას მუქი ფერის ბეწვით “ღრუბლები” აქვს “მიხატული”. Continue reading

ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა

beautiful black horse playing on the fieldსასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვადასხვა სახეობისათვის სხვადასხვაა, რაც განპირობებულია ცხოველის გენეტიკური განსაკუთრებულობით. სასოფლო-სამეურნეო ცხოველებს გააჩნიათ ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა, რაზეც მსჯელობენ სხვადასხვა სახეობის ცალკეული ინდივიდის ბიოლოგიური ცხოვრების აღნუსხული ფაქტებით. Continue reading

ხალებიანი ირემი

ხალებიანი ირემიხალებიანი ირემი ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებულ ირმებს შორის ყველაზე მოხდენილი ცხოველია. მის საშუალო ზომის, მსუბუქ და ელეგანტური ადნაგობის ტანს, მაღალკისრიანი, რელიეფურად გამოკვეთილი ლამაზი თავი ამშვენებს. ფერად, ძირითადად, მკვეთრი რუხ-ჟღალია და მთელ ტანზე სხვადასხვა ფორმის ქათქათა თეთრი ლაქებითაა დაჩითული. ზურგზე ხალები შედარებით პატარა ზომისაა, რომლებიც მუცლის მხარეს თანდათანობით დიდდება. კუდის გარშემო საკმაოდ ფართო ლაქა -“სარკეა”. Continue reading

დიდი კატები ტყვეობაში

დიდი კატებიმტაცებელი ცხოველები, განსაკუთრებით ლომები და ვეფხვები, მძუნაობის ხანაში მეტისმეტად აგზნებული არიან მწვრთნელები ხშირ შემთხვევაში იძულებული ხდებიან ხანგრძლივი დროით განაცალკეეონ ხვადები. ცხოველებს სიგიჟემდე სიყვარული სჩვევიათ, და თუმცა სინაზე კი იციან მაგრამ საშინლად სტანჯავთ მეტოქისადმი ეჭვიანობის გრძნობა. ლომი მეტოქედ თვლის ყველას, ვინც კი მიუახლოვდება ძუს. აღსანიშნავია რომ იგი ეჭვიანობს არა მარტო ცხოველებზე, არამედ ადამიანებზეც, იმასაც ვერ იტანს, რომ დარაჯი მიეკაროს მდედრს. Continue reading

დრონგო-პაროდისტი ფრინველი და აფიურის დიდოსტატი

Drongoთავის გადარჩენისთვის ცოცხალი ორგანიზმი ყველანაირ ხერხს მიმართავს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს “პროფესიონალი აფერისტები” მხოლოდ ადამიანებში არ გვხვდება. კალაჰარის უდაბნოს ბინადარი ფრინველი დრონგო ამ საქმის ნამდვილი დიდოსტატია. დრონგო არის უძველესი ჯიშის ფრინველი.მისი სახელი წარმოშობილია მადაგასკარის ძირძველი ენიდან. სახელს ეძახდნენ ადგილობრივ სახეობას თუმცა შემდგომში ყველგან გავრცელდა ეს სახელი.ეს ფრინველი, როგორც წესი, გვხვდება ღია ტყეებში. თუმცა არის მათი გავრცელების არეალი სადაც ტყის საფარი საერთოდ არ გვხვდება. ფრინველი ძირითადად შავი ფერისაა ან მუქი ნაცრისფერი.აქვთ გრძელი კუდი და მოკლე ფეხები. დრონგო შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც ხელოვანი ფრინველი. იგი შესანიშნავი “პაროდისტია” და მსახიობური ნიჭიც გააჩნია. მას შეუძლია ზოგიერთი ფრინველისა და ცხოველის ხმის იმიტაცია.გასამრავლებლად ფრინველი მაღალ ხეზე ბუდეს იკეთებს და ორიდან ოთხ კვერცხამდე შეუძლია დადოს. თუ მის ბუდეს საფრთხე დაემუქრა ძალიან აგრესიული ხდება. Continue reading

ლაიგერი

ლაიგერი
მდედრი (მარცხნივ) და მამრი (მარჯვნივ) ლაიგერი. გასართობი ცენტრი, სამხრეთ კორეა

ლაიგერი (Lin+Tiger=Liger)მამრი ლომისა და მდედრი ვეფხვის ჰიბრიდული ნაჯვარია.აღსანიშნავია რომ შეჯვარების შედეგად მიღებული ცხოველი, როგორც წესი ზომაში აღემატება მშობლებს. მას ვეფხვისგან გამოყოლილი აქვს ცურვის უნარი, ლომისგან კი კომუნიკაბელურობა. ლაიგერი ცხოვრობს მხოლოდ ტყვეობაში, რადგან ბუნებაში მათი გადარჩენა არ ხერხდება. მათი მშობლები პირმშოს არ იცავენ ველურ ბუნებაში.არსებობს ლეგენდები,თითქოს აზიაში არსებობდა ლაიგერი ველური ბუნების პირობებში. Continue reading